Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18-19 მაისის ღამით უკრაინამ 37 უპილოტო თვითმფრინავის შეტევა მოიგერია


ირანული წარმოების Shahed-136 დრონის ნამსხვრევები ხარკოვის ოლქში. საილუსტრაციო ფოტო
ირანული წარმოების Shahed-136 დრონის ნამსხვრევები ხარკოვის ოლქში. საილუსტრაციო ფოტო

ხერსონის რაიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსული დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, აცხადებს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი. მისი თქმით, საჰაერო დარტყმები განხორციელდა ხერსონსა და რეგიონის ათზე მეტ დასახლებულ პუნქტზე. არის ნგრევა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინის თავზე 37 „შაჰიდის“ ტიპის უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს - უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთი მათ ამჯერად პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკიდან უტევდა კიევის, ოდესის, ნიკოლაევის, სუმის, ვინიცის, ჟიტომირის, ჩერკასისა და ხერსონის რეგიონებში.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ გასულ ღამით დრონებით შეუტიეს რუსეთის სამხრეთსა და ანექსირებულ ყირიმს. სამხედრო უწყების ცნობით, კრასნოდარის ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს 57 დრონი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG