Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენაკში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, დაჭრილია ორი ადამიანი


სენაკი, სადაც წუხელ მკვლელობა მოხდა
სენაკი, სადაც წუხელ მკვლელობა მოხდა

სენაკში, გორის ქუჩაზე, დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა - მოკლულია 25 წლის ახალგაზრდა, დაჭრილია დაპირისპირებაში ჩართული კიდევ ორი პირი. აქედან ერთ-ერთი მოკლულის ძმაა.

მეზობლების ინფორმაციით, მკვლელობამდე იყო ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და “წარსული კონფლიქტის გამო საქმის გარჩევა”, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. მათი ცნობით, დაპირისპირებაში ჩართულებს ჭრილობები დანით აქვთ მიყენებული.

როგორც მეზობლები განმარტავენ, დაჭრილები ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

სამეგრელოს პოლიციამ სენაკში მომხდარი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავა - დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, „გამოძიებით დადგინდა, რომ სენაკის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის შედეგად, ბრალდებულსა და მის სამეგობროს, კონფლიქტი მოუვიდათ 1998 წელს დაბადებულ თ.გ.-სა და მის მეგობრებთან. ბრალდებულმა თ.გ. ცივი იარაღი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.გ. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG