Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ცოცხალი ჯაჭვი გამარჯვებისთვის“ - ევროპის მოედანზე სტუდენტები ისევ შეიკრიბნენ


ცოცხალი ჯაჭვი ევროპის მოედანზე
ცოცხალი ჯაჭვი ევროპის მოედანზე

"ხელი ჩავკიდოთ გამარჯვებისთვის!" - ამ ლოზუნგით თბილისში, ევროპის მოედანზე, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ისევ შეიკრიბნენ და „აგენტების კანონი“ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

ხელებჩაჭიდებულმა ახალგაზრდებმა მოედანს წრე შემოარტყეს და ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს.

„არ ვშინდებით, არ ვიღლებით - ვიბრძვით. გელოდებით აქცია-პერფორმანსზე, ჩვენი მომავლის დასაცავად! ჩვენ ერთად დგომით გავიმარჯვებთ!" - დაწერეს აქციის ორგანიზატორებმა.

სტუდენტების განცხადებით, პროტესტი მანამ გაგრძელდება, სანამ მთავრობა მათ ხმას არ გაიგონებს.

ცოცხალი ჯაჭვის შემდეგ დაგეგმილია მსვლელობა საქართველოს და ევროკავშირის დროშებით, ბოლოს კი, საღამოს რვა საათზე, აქციის მონაწილეები, უკვე ტრადიციულად, პარლამენტის წინ შეიკრიბებიან და „აგენტების კანონის“ მიღებას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG