Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წუხელ რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე იერიში განახორციელა დრონებითა და ბალისტიკური რაკეტით


საილუსტრაციო ფოტო: რუსული Shahed-136 უკრაინის ცაზე. კიევი, 17 ოქტომბერი, 2022.
საილუსტრაციო ფოტო: რუსული Shahed-136 უკრაინის ცაზე. კიევი, 17 ოქტომბერი, 2022.

რუსეთის ჯარებმა წუხელ ხარკოვის ოლქზე იერიში მიიტანეს ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერ M“-ით. გამოყენებულია ასევე 29 უპილოტო საფრენი აპარატი Shahed-131/136. იერიშები განხორციელდა პრიმორსკო-ახტარსკისა და კურსკის რეგიონებიდან, იტყობინებიან უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები.

ცნობის თანახმად, მოხერხდა ყველა უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება.

„საჰაერო ბრძოლის შედეგად 29-ვე Shahed-ი ჩამოგდებულია ოდესის, ნიკოლაევის, პოლტავისა და ლვოვის ოლქებში“, - ნათქვამია ცნობაში.

რუსეთის ჯარები უკრაინის რეგიონების წინააღმდეგ რეგულარულად ახორციელებენ შეტევებს მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატებით, რაკეტებით, კორექტირებადი საავიაციო ბომბებითა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით. მიუხედავად მტკიცებულებებისა და ჩვენებებისა, მოსკოვი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდანვე უარყოფს სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიზანმიმართულ იერიშებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG