Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობის შემდეგ ყირგიზეთი დატოვა 1200-მდე პაკისტანელმა სტუდენტმა


ისლამაბადში გამართული დემონსტრაცია ყირგიზეთში პაკისტანელი სტუდენტების უსაფრთხოების მოთხოვნით. 2024 წლის 18 მაისი
ისლამაბადში გამართული დემონსტრაცია ყირგიზეთში პაკისტანელი სტუდენტების უსაფრთხოების მოთხოვნით. 2024 წლის 18 მაისი

მას შემდეგ, რაც ყირგიზეთში უპრეცედენტო მასშტაბის ჯგუფური ძალადობის შემთხვევები იყო სამხრეთ აზიელი სტუდენტების წინააღმდეგ, ყირგიზეთი დატოვა 1200-მდე პაკისტანელმა სტუდენტმა, რომლებიც ბიშკეკის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობდნენ.

განათლების მინისტრის მოადგილემ რასულ აბაზბეკ-ულუმ შაბათ-კვირას მომხდარ ძალადობის შემთხვევებს "სამარცხვინო" უწოდა და განაცხადა, რომ ეს მოვლენები "ყირგიზეთის იმიჯს აზიანებს."

18 მაისს ძალადობას ბიძგი მისცა სოციალური მედიით გავრცელებულმა ვიდეოჩანაწერმა, რომელზეც თითქოს ასახული იყო "აზიური გარეგნობის ხალხის" მხრიდან უცხოელი სტუდენტების შევიწროება13 მაისის ღამეს.

ძალადობის შედეგად დაშავდა სულ ცოტა 29 ადამიანი, მათ შორის რამდენიმე უცხოელი, რამაც გამოიწვია დიპლომატიური დაძაბულობა პაკისტანთან და ინდოეთთან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG