Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის დესპანი: ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ნორმალიზებას სჭირდება ღაზაში სიმშვიდე და პალესტინის მმართველობის საკითხის განხილვა

აშშ-ის ელჩი ისრაელში ჯეკ ლიუ. კიევი, 2015 წლის ნოემბერი
აშშ-ის ელჩი ისრაელში ჯეკ ლიუ. კიევი, 2015 წლის ნოემბერი

ისრაელისა და საუდის არაბეთის ოფიციალური ურთიერთობების დამყარება ვაშინგტონის მონაწილეობით სამმხრივი შეთანხმების ფარგლებში, საჭიროებს ომის შეწყვეტას ღაზაში და პალესტინის მმართველობის პერსპექტივების განხილვას, განაცხადა 21 მაისს აშშ-ის ელჩმა იერუსალიმში ჯეკ ლიუმ.

"ვფიქრობ, ღაზაში უნდა დადგეს სიმშვიდის პერიოდი და უნდა გაიმართოს საუბარი იმაზე, თუ როგორ მოგვარდება პალესტინის მმართველობის მომავლის საკითხი", - თქვა ელჩმა.

"ჩემი შეხედულება ასეთია, რომ სტრატეგიული სარგებელი ღირს იმად, რომ რისკი იქნას გაღებული და ეს საუბარი დაიწყოს. მაგრამ ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც უნდა მიიღოს ისრაელის მთავრობამ და ისრაელის ხალხმა", - განაცხადა ჯეკ ლიუმ კონფერენციაზე, რომელსაც მასპინძლობდა ისრაელის დემოკრატიის ინსტიტუტის ანალიტიკური ცენტრი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG