Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ცნობები ისრაელის მიერ Associated Press-ისთვის მოწყობილობის ჩამორთმევის შესახებ, "აღმაშფოთებელია"


 თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი. ვაშინგტონი. 12 აპრილი, 2024 წელი
თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი. ვაშინგტონი. 12 აპრილი, 2024 წელი

თეთრმა სახლმა 21 მაისს განაცხადა, რომ შეისწავლის ცნობას იმის შესახებ, რომ ისრაელმა აღჭურვილობა ჩამოართვა The Associated Press-ს. მან ინციდენტს "შემაშფოთებელი" უწოდა.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ თეთრ სახლს მიაჩნია, რომ ჟურნალისტებს აქვთ შესაძლებლობა და უფლება, შეასრულონ თავიანთი სამუშაო.

AP ადრე იტყობინებოდა, რომ ისრაელის ოფიციალურმა პირებმა წაართვეს კამერა და სამაუწყებლო მოწყობილობა, რომელიც ეკუთვნოდა საინფორმაციო სააგენტოს სამხრეთ ისრაელში და საინფორმაციო ორგანიზაცია "ალ-ჯაზირასთვის" სურათების მიწოდების გამო, იგი მედიის შესახებ ახალი კანონის დარღვევაში დაადანაშაულეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG