Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურად მაგომედ დაუდოვი დაინიშნა


მაგომედ დაუდოვი ძალიან ახალგაზრდა ჩაება იჩქერიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. 2001 წელს იგი შეეცადა შეერთებოდა საველე მეთაურ შამილ ბასაევის დანაყოფს.
მაგომედ დაუდოვი ძალიან ახალგაზრდა ჩაება იჩქერიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. 2001 წელს იგი შეეცადა შეერთებოდა საველე მეთაურ შამილ ბასაევის დანაყოფს.

ჩეჩნეთის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მაგომედ დაუდოვი რესპუბლიკის მთავრობის მეთაურად დაინიშნა. როგორც დაუდოვი თავის ტელეგრამის არხზე წერს, პარლამენტის დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მის კანდიდატურას, რომელიც ამ პოსტზე კანონმდებლებს ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა შესთავაზა.

დაუდოვმა, რომელიც ჩეჩნეთის პარლამენტს თითქმის ცხრა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მადლობა გადაუხადა კადიროვს ნდობისთვის და პირობა დადო, რომ „ყველა ღონეს იხმარს დასახული ამოცანების ხარისხიანად შესრულებისთვის“.

დაუდოვის წინამორბედი, მუსლიმ ხუჩიევი, ცოტა ხნის წინ რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინის თანაშემწედ დაინიშნა. ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერის პოსტს ამჟამად დაუდოვის მოადგილე, შაიდ ჟამალდაევი იკავებს.


კადიროვის გარემოცვაში საკადრო გადაადგილება ხდება მისი სერიოზული ავადმყოფობის შესახებ გავრცელებული ხმების ფონზე. სწორედ დაუდოვი ითვლება ჩეჩნეთის მეთაურის „მარჯვენა ხელად“ და მის ერთ-ერთ შესაძლო მემკვიდრედ.

ცნობილია, რომ მაგომედ დაუდოვი ძალიან ახალგაზრდა ჩაება იჩქერიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. 2001 წელს იგი შეეცადა შეერთებოდა საველე მეთაურ შამილ ბასაევის დანაყოფს. 2009 წელს რამზან კადიროვს მოყოლილი აქვს, თუ როგორ აიყვანეს ტყვედ დაუდოვი, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ არ მოეკლათ და დაარწმუნეს, გადასულიყო კრემლის მხარეზე. მას შემდეგ დაუდოვი ჯერ ახმატ კადიროვის პირად დაცვაში მსახურობდა, შემდეგ კი სხვადასხვა სპეცრაზმს მეთაურობდა. 2007 წელს მას რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG