Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საავიაციო დარტყმის დროს ხარკოვის ჰიპერმარკეტში 200-ზე მეტი ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო - ზელენსკი


ასე გამოიყურებოდა პირველ წუთებში ხარკოვის სავაჭრო ცენტრი რუსეთის დაბომბვის შემდეგ
ასე გამოიყურებოდა პირველ წუთებში ხარკოვის სავაჭრო ცენტრი რუსეთის დაბომბვის შემდეგ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკაცრად დაგმო 25 მაისს ხარკოვზე განხორციელებული მორიგი რუსული საავიაციო იერიში. უკრაინის ლიდერის თქმით იერიშის დროს სამშენებლო ჰიპერმარკეტში 200-ზე მეტი ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო.

"ყველა სამსახური უკვე ადგილზეა დახმარების გასაწევად - ხალხის გადასარჩენად და ხანძრის სალიკვიდაციოდ, რომელმაც მთლიანად მოიცვა 10 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის შენობა. ჩვენთვის ცნობილია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ", - დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამის არხში.

ხარკოვის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ცნობილია ორი დაღუპულისა და 24 დაშავებულის შესახებ.

უფრო ადრე ხარკოვის მერი, იჰორ ტერეხოვი "ბევრი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების" შესახებ იტყობინებოდა.

რუსეთისპროპაგანდა, სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ რუსეთის სარაკეტო იერიშის სამიზნე იყო იარაღის საწყობი, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამშენებლო ჰიპერცენტრ "ეპიცენტრში" ჰქონდათ მოწყობილი.

ხარკოვზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ გავრცელებულ თავის განცხადებაში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვლავ გაამახვილა ყურადღება უკრაინისათვის საჰაერო თავდაცვის მეტი საშუალების მიწოდების აუცილებლობაზე.

“ყოველდღე მოვუწოდებთ მსოფლიოს: მოგვეცით საჰაერო თავდაცვა, გადაარჩინეთ ხალხი. ამ მხარდაჭერის თაობაზე არმიღებული ყოველი გადაწყვეტილება- ჩვენი ხალხის დაკარგვას ნიშნავს", - დასძინა ზელენსკიმ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG