Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკამ დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ქართველ ხალხს, პრეზიდენტი აღარ უხსენებია


სალომე ზურაბიშვილი და ალიაქსანდრ ლუკაშენკა. მინსკი, 2019.
სალომე ზურაბიშვილი და ალიაქსანდრ ლუკაშენკა. მინსკი, 2019.

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ „პირადად და ბელარუსი ხალხის სახელით ეროვნული დღესასწაული, დამოუკიდებლობის დღე, მიულოცა ქართველ ხალხს“.

„ბელარუსისა და საქართველოს ხალხებს უხსოვარი დროიდან აერთიანებთ იდენტური ღირებულებები, რომლებიც დაფუძნებულია ქრისტიანულ ტრადიციებზე, სამშობლოს ჭეშმარიტ სიყვარულსა და საკუთარ მიწაზე ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძლიერ სურვილზე“, - ნათქვამია მილოცვაში.

ლუკაშენკამ გამოთქვა იმედი, რომ სულიერი სიახლოვე, ურთიერთგაგების გრძნობა, კეთილგანწყობა და გულწრფელობა თანამედროვე ურთიერთობებში დაეხმარება ორ ქვეყანას უახლოეს მომავალში აღადგინონ ურთიერთობა ყველა სფეროში.

„დარწმუნებული ვარ, რომ სამოქალაქო საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფე, ცხოვრებისეული სიბრძნე, ქართველი ხალხის ურყევი ნება და, რაც მთავარია, ჩვენს საერთო რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების ინტერესი, წარმატებით გადაგალახვინებთ ყველა არსებულ წინააღმდეგობას“, - აღნიშნა მილოცვის ტექსტში ლუკაშენკამ.

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ქართველ ხალხს მშვიდობა, გამძლეობა და „გამბედაობა უსურვა თავისი სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად“.

2019-2022 წლებში ალიაქსანდრ ლუკაშენკამ დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს პრეზიდენტს. 2019 წელს სალომე ზურაბიშვილი მინსკს ეწვია. თუმცა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ზურაბიშვილმა გააკრიტიკა ლუკაშენკა, მათ შორის რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერისთვის, აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ვიზიტისა და აფხაზეთის "ლიდერთან", ასლან ბჟანიასთან შეხვედრისთვის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG