Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარკოვში გლოვის დღეა


უკრაინელი მაშველები მუშაობენ ხარკოვში, რუსეთის საავიაციო დარტყმით განადგურებული ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრის“ ტერიტორიაზე. 2024 წლის 26 მაისი
უკრაინელი მაშველები მუშაობენ ხარკოვში, რუსეთის საავიაციო დარტყმით განადგურებული ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრის“ ტერიტორიაზე. 2024 წლის 26 მაისი

27 მაისი გლოვის დღეა უკრაინის ქალაქ ხარკოვში, სადაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა ჰიპერმარკეტზე რუსეთის საავიაციო დარტყმას.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 16 ადამიანი და 43 დაიჭრა. საოლქო პროკურატურის ცნობით, დაიღუპა სულ მცირე 14 და დაშავდა 44 ადამიანი.

უკრაინის ხელისუფლების თანახმად, 25 მაისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს მართვადი საავიაციო ბომბებით. ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრზე“ დარტყმის შედეგად გაჩენილ ხანძარს 16 საათზე მეტხანს აქრობდნენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG