Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში მასშტაბური ხანძარია


საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. მოსკოვის ერთ-ერთ საწარმოში 2023 წლის აგვისტოში გაჩენილი ხანძარი
საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. მოსკოვის ერთ-ერთ საწარმოში 2023 წლის აგვისტოში გაჩენილი ხანძარი

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ორი ვერტმფრენი ჩართო მოსკოვის აღმოსავლეთ ნაწილში 30 მაისს, გამთენიისას, გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში.

რუსეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ცეცხლი უკიდია სამრეწველო-სასაწყობე შენობას. კონკრეტულად რომელ ობიექტზეა ხანძარი და რამ გამოიწვია, ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან.

ადგილობრივი დროით დილის შვიდი საათისთვის ხანძრის ფართობი 4000მ² იყო. ჩამოინგრა შენობის სახურავი.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120-ზე მეტი მეხანძრე და 40 ერთეული ტექნიკა, მათ შორის კა-32 და მი-26 ტიპის ვერტმფრენები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG