Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა შვიდი მსჯავრდადებული შეიწყალა


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შვიდი მსჯავრდადებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეწყალებულთაგან ერთი ქალია.

„ხუთი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო ორი მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა“, - წერია განცხადებაში.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი ქვეყანაში ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ყოველგვარი განმარტების გარეშე შეუძლია ნებისმიერი სიმძიმის დანაშაულის ჩადენისთვის გასამართლებული ადამიანის შეწყალება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG