Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ პრეზიდენტი „პოლიციელის დღის“ ღონისძიებაზე არ მიიწვია - ადმინისტრაცია


ფოტო არქივიდან: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.
ფოტო არქივიდან: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ „პოლიციის დღის“ ღონისძიებას არ დაესწრება. რადიო თავისუფლებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მიწვევა არ მიუღია.

6-წლიანი პრეზიდენტობის პერიოდში სალომე ზურაბიშვილი დაესწრო „პოლიციელის დღის“ აღსანიშნავად გამართულ ყველა ღონისძიებას, მათ შორის კორონავირუსის პერიოდში.

მთავრობის მიერ ორგანიზებულ ბოლო ღონისძიებაზე, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტი პრემიერმა ღალატში დაადანაშაულა.

რადიო თავისუფლება ბოლო რამდენიმე საათი ცდილობდა გაერკვია, მიიწვია თუ არა შსს-მ პრეზიდენტი ღონისძიებაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამ ინფორმაციის მიღება ვერ მოხერხდა, ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრეც კი.

„პოლიციის დღის“ აღსანიშნავი ღონისძიება დღეს, 31 მაისს, 20:00 საათზე გაიმართება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG