Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე ადამიანი დააკავეს სომხეთის ოპოზიციის მიერ ერევანში გამართული აქციის დროს


ერევანში, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის წინ 31 მაისს საპროტესტო აქცია წამოიწყეს ოპოზიციური მოძრაობის „ტავუში სამშობლოსათვის“ აქტივისტებმა. ამ მოძრაობას სომეხი სასულიერო პირი, ბაგრატ გალსტანიანი უდგას სათავეში. აქციის დროს რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია, პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.

ოპოზიციურ მოძრაობას „ტავუში სამშობლოსათვის“ სომხეთის სასულიერო პირი, ბაგრატ გალსტანიანი უდგას სათავეში
ოპოზიციურ მოძრაობას „ტავუში სამშობლოსათვის“ სომხეთის სასულიერო პირი, ბაგრატ გალსტანიანი უდგას სათავეში

გალსტანიანმა ადრე მოუწოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, გამოსულიყვნენ აქციის მონაწილეებთან და პასუხი გაეცათ "ყველა დამცირებისთვის", წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ისინი "აზერბაიჯანისა და თურქეთის აგენტები“ იქნებიან.

"თუ თქვენ არ ჩამოხვალთ, ჩვენ ამოვალთ", - განაცხადა მან.

გასულ კვირაში სომხეთის ოპოზიციურმა მოძრაობამ “ტავუში სომხეთისთვის” ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი წარადგინა.

მოძრაობის აქტივისტებმა მსვლელობა აზერბაიჯანის მოსაზღვრე სოფელ კირანციდან 4 მაისს დაიწყეს და 9 მაისიდან ერევანსა და ქვეყნის რეგიონებში დაუმორჩილებლობის აქციებს მართავენ.
მოძრაობის მონაწილეები, რომლებიც აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესს არ ეთანხმებიან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას და დროებითი მთავრობის ფორმირებას მოითხოვენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG