Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა საჰაერო დარტყმები მიიტანა უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე


დონეცკის რეგიონში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანებული სოფელი, 2024 წლის 31 მაისი
დონეცკის რეგიონში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანებული სოფელი, 2024 წლის 31 მაისი

რუსეთის მხრიდან რაკეტებით და დრონებით განხორციელებული შეტევების შედეგად უკრაინის ხუთ რეგიონში დაზიანდა ენერგეტიკის ინფრასტრუქტურა, - აცხადებენ უკრაინის წარმომადგენლები 1 ივნისს.

ენერგეტიკის ობიექტები დაზიანდა აღმოსავლეთის დონეცკის და სამხრეთ-აღმოსავლეთის ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში, ისევე, როგორც ცენტრალური კიევოგრადის და დასავლეთში მდებარე ივანო-ფრანკივსკის რეგიონებში, - აცხადებს უკრაინის ენერგოოპერატორი კომპანია Ukrenerho.

უკრაინის უმსხვილესი კერძო ენერგოკომპანია, DTEK-ი აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად მძიმედ დაზიანდა მისი ორი თერმული ენერგოსადგური, თუმცა მათ ადგილმდებარეობას არ აკონკრეტებს.

რუსეთმა მარტის შემდეგ გააძლიერა უკრაინის სამოქალაქო ენერგეტიკის ობიექტების დაბომბვა, რის შედეგადაც დიდწილად განადგურებულია ქვეყნის თერმული და ჰიდროსადგურების შესაძლებლობები. ქვეყანაში ენერგოდეფიციტია, რეკორდულად მაღალია ელექტროენერგიის იმპორტი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG