Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა გააფართოვა ირანის სანქციები, რუსეთისთვის დრონების გადაცემის გამო


რუსეთის მიერ გამოყენებული "შაჰედის" ტიპის დრონი კიევის თავზე, 2022 წლის ოქტომბერი
რუსეთის მიერ გამოყენებული "შაჰედის" ტიპის დრონი კიევის თავზე, 2022 წლის ოქტომბერი

ევროკავშირის საბჭომ 31 მაისს ირანის სამ უწყებას და ექვს ინდივიდს დაუწესა სანქციები, მათი მონაწილეობისთვის დრონების გადაცემის პროცესებში რუსეთისთვის და ირანის რეგიონული მოკავშირეებისთვის.

ორი კვირის წინ ბლოკმა უკვე გააფართოვა ირანისთვის დაწესებული შემზღუდავი ზომები, თეირანის მხრიდან რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისა და "წინააღმდეგობის ღერძების", ანუ ირანის რეგიონული მოკავშირეების ქსელის მხარდაჭერის გამო.

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ხათამ ალ-ანბიას ცენტრალურ შტაბ-ბინას, რომელიც სამხედრო ოპერაციებს უწევს კოორდინაციას და ხელმძღვანელობს შეიარაღებული ძალების საოპერაციო ქმედებებს. ევროკავშირი ასევე აცხადებს, რომ შავ სიაში შეიყვანა შტაბ-ბინის ერთ-ერთი მეთაური.

ფორუმი

XS
SM
MD
LG