Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუდაპეშტში ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა ორბანის მხარდამჭერ აქციაში, ევროკავშირის არჩევნების წინ


უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მხარდამჭერები ბუდაპეშტში, 2024 წლის 1 ივნისი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მხარდამჭერები ბუდაპეშტში, 2024 წლის 1 ივნისი

1 ივნისს ბუდაპეშტში ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა პოპულისტური პოზიციების მქონე პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მხარდასაჭერ აქციაში, მომავალ კვირაში დანიშნული ევროკავშირის არჩევნების წინ.

ორბანი იმედოვნებს, რომ მისი პარტია, ფიდესი - რომელიც არ არის კავშირში რომელიმე ჯგუფთან ევროპის პარლამენტში - ამ არჩევნებში სარგებელს ნახავს ულტრამემარჯვენე ძალების მხარდამჭერთა გაძლიერებისგან ევროპის მასშტაბით.

ორბანს დიდი ხანია უთანხმოება აქვს ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან რამდენიმე საკითხის გარშემო, მათ შორის მისი უარის უკრაინას იარაღი მიაწოდოს.

მის მხარდასაჭერად შეკრებილ ხალხს ორბანმა უთხრა, რომ ევროპა "არ უნდა ჩაერთოს ომში, საკუთარი თავის ნგრევაში".

ფორუმი

XS
SM
MD
LG