Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში გარდაიცვალა პოლიციელი, რომელიც დაჭრეს თავდასხმისას ისლამის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე


პოლიციელი დემონსტრაციაზე თავდასხმის ადგილას. მანჰაიმი, გერმანია. 2024 წლის 31 მაისი
პოლიციელი დემონსტრაციაზე თავდასხმის ადგილას. მანჰაიმი, გერმანია. 2024 წლის 31 მაისი

2 ივნისს გერმანიაში გარდაიცვალა 29 წლის პოლიციელი, რომელსაც 31 მაისს რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს ცივი იარაღით, ისლამის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე თავდასხმის დროს.

დანით შეიარაღებული კაცი 31 მაისს დაესხა თავს ქალაქ მანჰაიმის ბაზრის მოედანზე მიმდინარე შეკრების მონაწილეებს. დაიჭრა ხუთი ადამიანი, რომლებიც მონაწილეობდნენ რადიკალური ისლამის მოწინააღმდეგე ჯგუფის, Pax Europa-ის მიერ ორგანიზებულ აქციაში.

გერმანიაში ასევე აღინიშნება პოლიტიკოსებზე თავდასხმების ზრდის ტენდენცია, 9 ივნისს დანიშნული ევროკავშირის არჩევნების წინ.

თავდასხმის მოტივი ბუნდოვანი რჩება.

პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გასულ კვირაში თქვა, რომ შეშფოთებულია ამ ტენდენციით, და რომ გერმანელები "არასდროს უნდა მიეჩვიონ ძალადობის მოხმობას პოლიტიკური პოზიციების ბრძოლაში".

ფორუმი

XS
SM
MD
LG