Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო ერთ წელში - მაისის მონაცემები


საილუსტრაციო ფოტო: სუპერმარკეტი
საილუსტრაციო ფოტო: სუპერმარკეტი

მაისში წლიური ინფლაცია 2% იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ წელს მომხმარებელს 2 ლარით მეტის გადახდა უწევს პროდუქტებში, რომლებშიც გასულ წელს 100 ლარს ხარჯავდა. განახლებული მონაცემები საქსტატმა გამოაქვეყნა.

ბოლო ერთ წელში ფასები ყველაზე მეტად, 12,3 პროცენტით, ტრანსპორტის ჯგუფში გაიზარდა. უფრო ზუსტად:

  • ავტომობილის რეცხვა გაძვირდა 41%-ით;
  • ბენზინი - 32%-ით;
  • ავტომობილის შეკეთება 16%-ით.

7,7-პროცენტიანი ზრდაა სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში. კერძოდ:

  • რესტორანში ხინკალი გაძვირდა 12%-ით;
  • ყავა კაფეში - 12%-ით;
  • ლუდი კაფეში - 5%-ით;
  • ხაჭაპური რესტორანში - 5%-ით.

ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა ჯამში 3,5 პროცენტით:

  • ლუდი - 10%-ით;
  • ჩამოსასხმელი ღვინო 8%-ით.

ინფლაციის შედარებით დაბალი მაჩვენებელია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, თუმცა ზოგიერთ პროდუქტზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად:

  • ნიორზე - 99%-ით;
  • მწვანილზე - 68%-ით;
  • ატამზე - 66%-ით.

საქართველოს მთავრობას 2024 წლისთვის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლად 3% აქვს მიჩნეული. მაისის წლიური მაჩვენებელი ამ ნიშნულზე დაბალია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG