Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი საფრანგეთში შეხვდება ბაიდენს და მაკრონს


ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიმდინარე კვირაში საფრანგეთში შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. შეხვედრა გაიმართება ნორმანდიაში მოკავშირეთა გადასხმის დღის მე-80 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების პარალელურად - აცხადებს თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეიკ სალივანი 4 ივნისს.

ზელენსკის 7 ივნისს პარიზში უმასპინძლებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც - აცხადებს ელისეს სასახლე.

პარალელურად, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი ამბობს, რომ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს "დიდი შვიდეულის" (G7) სამიტში, რომელიც 13-15 ივნისსაა დანიშნული იტალიის სამხრეთში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG