Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი ღია სივრცეში ჯავშანჟილეტით დადის - მედია


რუსეთის პრეზიდენტი პუტინი „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ აღლუმზე მოსკოვის წითელ მოედანზე. 2024 წლის 9 მაისი
რუსეთის პრეზიდენტი პუტინი „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ აღლუმზე მოსკოვის წითელ მოედანზე. 2024 წლის 9 მაისი

რუსეთის სპეცსამსახურებმა უპრეცედენტოდ გააძლიერეს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ისედაც მაღალი დონის დაცვა. პუტინი ღია სივრცეში საჯარო ღონისძიებებზე ჯავშანჟილეტით დადის, რაც უსაფრთხოების სამსახურის რეკომენდაცია იყო. ამის შესახებ გამოცემა The Moscow Times-ი წერს.

ორმა ჩინოვნიკმა და კრემლთან დაახლოებულმა პირმა, რომლებსაც მსგავს ღონისძიებებზე პუტინი ახლოდან უნახავთ, გამოცემას უთხრეს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ჯავშანჟილეტს იყენებს მინიმუმ 2023 წლიდან.

უსაფრთხოების საკითხთა ბრიტანელმა ექსპერტმა ჯეიდ მილერმა ჟურნალისტების თხოვნით შეისწავლა 2024 წლის 9 მაისს მოსკოვში „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილი აღლუმის ვიდეო და დაადასტურა, რომ პუტინს პალტოს შიგნით ჯავშანჟილეტი აცვია.

The Moscow Times-ის თანახმად, პუტინის დაცვის სამსახური შეშფოთებულია მსოფლიოში პოლიტიკოსებზე თავდასხმების სერიით, მათ შორის 2022 წელს იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შინზო აბეს მკვლელობით და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე შეიარაღებული თავდასხმით.

პუტინის ჯავშანჟილეტით დაცვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე უკრაინულმა გამოცემა „არმია ინფორმმა" კომენტარი სთხოვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელ ანდრი იუსოვს. მისი განცხადებით, „ადამიანი, რომელიც პუტინს ჰგავს", ჯავშანჟილეტს რეგულარულად იყენებს, სულ მცირე, ბოლო ხუთი წელია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG