აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 5 ივნისს ჩავიდა საფრანგეთში, რათა მონაწილეობა მიიღოს ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის დღის (D-Day) მე-80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში.
გავრცელებული მოლოდინით, თავის გამოსვლაში ბაიდენი ხაზს გაუსვამს ერთგულებას აშშ-ის ევროპელი მოკავშირეების მიმართ, და დემოკრატიის თავისეულ ხედვას დაუპირისპირებს პოლიტიკური მეტოქის, დონალდ ტრამპის შეხედულებებს.
ბაიდენი საფრანგეთში ხუთ დღეს დაყოფს - დაესწრება ნორმანდიაში დაგეგმილ საიუბილეო ღონისძიებებს, გამოვა სიტყვით და ოფიციალურ სახელმწიფო შეხვედრას გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.
1944 წლის 6 ივნისს მოკავშირეთა ჯარებმა შეუტიეს ნორმანდიის სანაპიროებს საფრანგეთის ჩრდილოეთში. ამ ოპერაციას დასავლეთში D-Day-ს სახელით იცნობენ. ისტორიაში ამ ყველაზე მასშტაბურ საზღვაო იერიშში, რომელმაც გარდატეხა შეიტანა მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში ნაცისტური გერმანიის დასამარცხებლად, 150 ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა.
1944 წელს მოკავშირეთა გადასხდომა ნორმანდიაში
1/151944 წლის 5 ივნისის ფოტოზე აღბეჭდილი არიან ბრიტანელი სამხედროები ინგლისის ქალაქ პორტსმუთში. ისინი სადესანტო ოპერაციისთვის ემზადებიან 1944 წლის 6 ივნისისთვის, როცა მოკავშირეთა ჯარებმა იერიში განახორციელეს ნორმანდიის სანაპიროზე.
75 წლის წინ, 1944 წლის 6 ივნისს, მოკავშირეთა ჯარები გადასხდნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდიაში. ეს იყო ზღვიდან ხმელეთზე ჯარების გადასხმის ყველაზე ფართო მასშტაბის ოპერაცია ისტორიაში.
2/15ამერიკის სადესანტო ნაწილები ეხმარებიან ჯარებს, რომელთა სადესანტო ხომალდი მოწინააღმდეგის ცეცხლის შედეგად ჩაიძირა ნორმანდიაში, ომაჰა-ბიჩთან, კოლვილ-სურ-მერის მახლობლად. 1944 წ. 6 ივნისი.
75 წლის წინ, 1944 წლის 6 ივნისს, მოკავშირეთა ჯარები გადასხდნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდიაში. ეს იყო ზღვიდან ხმელეთზე ჯარების გადასხმის ყველაზე ფართო მასშტაბის ოპერაცია ისტორიაში.
3/15აშშ-ის ჯარის ნაწილები თავს იყრიან ინჟინრების მიერ გამოყენებული სასიგნალო პოსტის გარშემო, ხელში ჩაგდებულ გერმანულ ბუნკერთან, რომელიც ომაჰა-ბიჩს გადაჰყურებს სენ-ლორან-სურ-მერის მახლობლად. ნორმანდიაში ჯარების გადასხმის მეორე დღე, 1944 წ. 7 ივნისი.
75 წლის წინ, 1944 წლის 6 ივნისს, მოკავშირეთა ჯარები გადასხდნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდიაში. ეს იყო ზღვიდან ხმელეთზე ჯარების გადასხმის ყველაზე ფართო მასშტაბის ოპერაცია ისტორიაში.
4/15ნაპირზე გადასხდომის შემდეგ ბრიტანეთის ჯარები სიგნალს ელოდებიან გზის გასაგრძელებლად, ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხდომის პირველ ეტაპზე. 1944 წ. 6 ივნისი.
75 წლის წინ, 1944 წლის 6 ივნისს, მოკავშირეთა ჯარები გადასხდნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდიაში. ეს იყო ზღვიდან ხმელეთზე ჯარების გადასხმის ყველაზე ფართო მასშტაბის ოპერაცია ისტორიაში.
5/15კანადის არმიის მე-9 ბრიგადის ჯარისკაცები ველოსიპედებით ახორციელებენ გადასხდომას ჯუნო-ბიჩზე, ბერნესიე-სურ-მერში. 1944 წ. 6 ივნისი.
75 წლის წინ, 1944 წლის 6 ივნისს, მოკავშირეთა ჯარები გადასხდნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდიაში. ეს იყო ზღვიდან ხმელეთზე ჯარების გადასხმის ყველაზე ფართო მასშტაბის ოპერაცია ისტორიაში.
6/15აშშ-ის ჯარების გადასხდომა ნორმანდიაში 1944 წ. 6 ივნისს.
75 წლის წინ, 1944 წლის 6 ივნისს, მოკავშირეთა ჯარები გადასხდნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდიაში. ეს იყო ზღვიდან ხმელეთზე ჯარების გადასხმის ყველაზე ფართო მასშტაბის ოპერაცია ისტორიაში.
7/151944 წ. 6 ივნისს გადაღებულ ამ საარქივო ფოტოზე ჩანს, როგორც მონაწილეობენ მოკავშირეთა სამხედრო-საზღვაო ძალები დესტანტის გადასხმის ოპერაცია "ოვერლორდში".
75 წლის წინ, 1944 წლის 6 ივნისს, მოკავშირეთა ჯარები გადასხდნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდიაში. ეს იყო ზღვიდან ხმელეთზე ჯარების გადასხმის ყველაზე ფართო მასშტაბის ოპერაცია ისტორიაში.
8/15აშშ-ის დაჭრილი ჯარისკაცები ომაჰა-ბიჩზე, დესანტის გადასხდომის დღეს, 1944 წ. 6 ივნისს.
75 წლის წინ, 1944 წლის 6 ივნისს, მოკავშირეთა ჯარები გადასხდნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდიაში. ეს იყო ზღვიდან ხმელეთზე ჯარების გადასხმის ყველაზე ფართო მასშტაბის ოპერაცია ისტორიაში.
9/15აშშ-ის ეროვნულ არქივში დაცულ ამ ფოტოზე აღბეჭდილია, როგორ გადადიან აშშ-ის ჯარები ნაპირზე ომაჰა-ბიჩის მახლობლად. 1944 წ. 6 ივნისი.
75 წლის წინ, 1944 წლის 6 ივნისს, მოკავშირეთა ჯარები გადასხდნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდიაში. ეს იყო ზღვიდან ხმელეთზე ჯარების გადასხმის ყველაზე ფართო მასშტაბის ოპერაცია ისტორიაში.
10/151944 წლის ივნისში გადაღებულ ამ ფოტოზე, რომელიც აშშ-ის ეროვნულ არქივშია დაცული, აღბეჭდილია ტანკების გადასასხმელი გემებიდან ტექნიკის გადმოტვირთვა ნორმანდიაში 6 ივნისს ჯარების გადასხმის შემდეგ.
75 წლის წინ, 1944 წლის 6 ივნისს, მოკავშირეთა ჯარები გადასხდნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდიაში. ეს იყო ზღვიდან ხმელეთზე ჯარების გადასხმის ყველაზე ფართო მასშტაბის ოპერაცია ისტორიაში.
11/151944 წ. 6 ივნისს გადაღებულ ამ ფოტოზე ვხედავთ, როგორ უტევენ გერმანული სამხედრო თვითმფრინავები მოკავშირეთა გემებს, როცა ჩრდილოეთ საფრანგეთის ნაპირებთან დაიწყო მეორე მსოფლიო ომის ყველაზე ფართო მასშტაბის სადესანტო ოპერაცია.
75 წლის წინ, 1944 წლის 6 ივნისს, მოკავშირეთა ჯარები გადასხდნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდიაში. ეს იყო ზღვიდან ხმელეთზე ჯარების გადასხმის ყველაზე ფართო მასშტაბის ოპერაცია ისტორიაში.
12/151944 წელს ევროპის კონტინენტზე ჯარების გადასხმის ოპერაციის უმაღლესი ხელმძღვანელი, გენერალი დუაიტ დ. აიზენჰაუერი დავალებას აძლევს პარაშუტისტებს, სანამ ისინი თვითმფრინავში ჩარსდებიან და ევროპის კონინენტისკენ გაფრინდებიან. ინგლისი, 1944 წ. 6 ივნისი.
75 წლის წინ, 1944 წლის 6 ივნისს, მოკავშირეთა ჯარები გადასხდნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდიაში. ეს იყო ზღვიდან ხმელეთზე ჯარების გადასხმის ყველაზე ფართო მასშტაბის ოპერაცია ისტორიაში.
13/15საფრანგეთის ჯარები 1944 წ. 6 ივნისს ჩადიან ნორმანდიის სანაპიროზე, მას შემდეგ, რაც მოკავშირეთა ძალებმა იერიშით აიღეს ის.
75 წლის წინ, 1944 წლის 6 ივნისს, მოკავშირეთა ჯარები გადასხდნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდიაში. ეს იყო ზღვიდან ხმელეთზე ჯარების გადასხმის ყველაზე ფართო მასშტაბის ოპერაცია ისტორიაში.
14/15აშშ-ის დროშა აფენია დანგრეულ ბუნკერზე ორი დღის შემდეგ, რაც ამერიკის ჯარებმა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი დაიკავეს. 1944 წ. 8 ივნისი.
75 წლის წინ, 1944 წლის 6 ივნისს, მოკავშირეთა ჯარები გადასხდნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდიაში. ეს იყო ზღვიდან ხმელეთზე ჯარების გადასხმის ყველაზე ფართო მასშტაბის ოპერაცია ისტორიაში.
15/151944 წლის 6 ივნისს გადაღებულ ამ საარქივო ფოტოზე აღბეჭდილია მოკავშირეთა პარაშუტისტების დაშვება ლა-მანშის ნაპირზე, მას შემდეგ, რაც მოკავშირეთა ჯარებმა ფართო მასშტაბის იერიში განახორციელეს ნორმანდიის სანაპიროზე.

ფორუმი