Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში შედგა ახალი მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი Starliner-ის პირველი პილოტირებული სტარტი


მზიდი რაკეტა Atlas V-ის გაშვება კანავერალის კონცხიდან. 5 ივნისი, 2024.
მზიდი რაკეტა Atlas V-ის გაშვება კანავერალის კონცხიდან. 5 ივნისი, 2024.

აშშ-ში შედგა ახალი მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი Starliner-ის პირველი პილოტირებული გაშვება. მზიდი რაკეტა Atlas V-ის სტარტი 5 ივნისს შედგა კანავერალის კონცხიდან. ტრანსლაცია NASA-ს იუტუბის არხით გადაიცემოდა.

ახალი ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩაიყვანს ასტრონავტებს: ბაჩ უილმორსა და სუნი უილიამსს. გარდა ამისა, ის ორბიტაზე გაიტანს შარდის წყლად გადაქცევისთვის საჭირო მოწყობილობის დგუშს, რომელიც მწყობრიდან გამოვიდა.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მისვლის შემდეგ, რაც ოთხი დღე-ღამის შემდეგ მოხდება, ხომალდის ეკიპაჟი სადგურზე დაახლოებით ერთ კვირას დაყოფს. ისინი გამოცდიან კოსმოსურ ხომალდს, შემდეგ კი დედამიწაზე დაბრუნდებიან აშშ-ში დასაჯდომად. პილოტირებული კაფსული, რომლითაც დაბრუნდებიან ასტრონავტები, ერთხელ უკვე იმყოფებოდა კოსმოსში საცდელი გაფრენისას და მას საკუთარი სახელი Calypso მიენიჭა.

Starliner-ი კორპორაცია Boeing-მა შექმნა ისეთი კერძო ხომალდების აგების ხელშეწყობისკენ მიმართული NASA-ს პროგრამის ფარგლებში, რომლებიც შეძლებენ ამერიკელი კოსმონავტების ჩაყვანას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე და ამგვარად კონკურენციას გაუწევენ კორპორაცია SpaceX-ის Crew Dragon-ის ხომალდებს და რუსულ „სოიუზებს“.

პროგრამაზე მუშაობა პრობლემებს შეეჯახა. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ პირველი პილოტირებული გაფრენა 2020 წელს შედგებოდა.

2019 წლის დეკემბერში წარუმატებელი აღმოჩნდა პირველი უეკიპაჟო საცდელი ფრენა: ხომალდმა დაგეგმილ ორბიტას ვერ მიაღწია პრობლემების გამო პროგრამულ უზრუნველყოფაში. ამჯერად გაფრენა მესამე ცდაზე შედგა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG