Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში მსხვერპლი მოჰყვა სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახებას


სამგზავრო მატარებელი, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქ პრაღიდან სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უნდა ჩასულიყო, ქალაქ პარდუბიცასთან სატვირთო მატარებელს შეეჯახა.
სამგზავრო მატარებელი, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქ პრაღიდან სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უნდა ჩასულიყო, ქალაქ პარდუბიცასთან სატვირთო მატარებელს შეეჯახა.

სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა ჩეხეთში, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად. კატასტროფა გასულ ღამით მოხდა ქალაქ პარდუბიცის სადგურთან.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამგზავრო მატარებელში, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქ პრაღიდან სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უნდა ჩასულიყო, 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, კატასტროფა სამგზავრო მატარებლის მემანქანის შეცდომამ გამოიწვია.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ მომხდარს დიდი უბედურება უწოდა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

ტელეკომპანია ČT24 სახანძრო სამსახურის პრესმდივანზე დაყრდნობით იუწყება, რომ სატვირთო მატარებელს კალციუმის კარბიდი გადაჰქონდა, თუმცა პირველი ორი ვაგონი ცარიელი იყო, დატვირთული ვაგონების მთლიანობა კი შეჯახების შედეგად არ დარღვეულა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG