Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზაში 30 ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის იერიშს სკოლაზე, რომელსაც, არმიის განცხადებით, ჰამასი აფარებდა თავს


პალესტინელები გაეროს სკოლაში, ისრაელის საჰაერო იერიშის შემდეგ. 2024 წლის 6 ივნისი
პალესტინელები გაეროს სკოლაში, ისრაელის საჰაერო იერიშის შემდეგ. 2024 წლის 6 ივნისი

სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის თავდასხმას ღაზის ცენტრში მდებარე სკოლაზე, რომელსაც, ისრაელის არმიის განცხადებით, თავის ობიექტად იყენებდა აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასი. მსხვერპლის შესახებ ცნობას ავრცელებს ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო.

ღამის განმავლობაში განხორციელებული თავდასხმა მოჰყვა არმიის განცხადებას, რომ ცენტრალურ ღაზაში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციებს აწარმოებდა. საერთაშორისო მედიკოსები იუწყებიან, რომ განხორციელებული იერიშების შედეგად მსხვერპლის რაოდენობა დიდია.

ისრაელის არმიის განცხადებით, მისმა საბრძოლო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს სკოლაზე, რომელსაც გაეროს სააგენტო ამუშავებს პალესტინელი დევნილებისთვის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG