Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰერჩინსკი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარების ზრდას არ გამორიცხავს

პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში
პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი მოელის, რომ ევროკავშირი გაზრდის სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას საქართველოში, თუმცა, მისი თქმით, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ.

“მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ევროკავშირი საქართველოს არ მიატოვებს. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დავრჩეთ. გვაქვს პრობლემა ორმხრივ ურთიერთობაში, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ამ პრობლემას დავძლევთ. ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, რაც ისტორიული მიღწევა იყო. თუ მეკითხებით იმას, რომ შესაძლოა ზოგიერთი დაფინანსება დაიკარგოს ან შეჩერდეს, დიახ, ეს არის ზომები, რასაც მოიცავს დოკუმენტი და ეს უნდა გადაწყვიტოს 27-მა ქვეყანამ. ჩვენი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ არ დაიკლებს. პირიქით, ამ კანონის საპასუხოდ, ჩემი პროგნოზით, შესაძლოა ზოგიერთი დაფინანსება, რაც გამოყოფილი გვაქვს საქართველოს მთავრობისთვის, გადავამისამართოთ, რათა გავზარდოთ სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომლებიც, ნათელია, რომ უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ არიან”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მყოფმა ელჩმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა “აგენტების კანონი” და თქვა, რომ ამ კანონს ევროინტეგრაციის პროცესზე უარყოფითი გავლენა ექნება და რეალურად დააშორებს ევროკავშირს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG