Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა რუსეთს კომპენსაციას სთხოვს კახოვკის ჰესის საბოტაჟისთვის


კიევი რუსეთის ძალებს ადანაშაულებს ნოვა-კახოვკის ჰესის განადგურებაში 2023 წლის 6 ივნისს.
კიევი რუსეთის ძალებს ადანაშაულებს ნოვა-კახოვკის ჰესის განადგურებაში 2023 წლის 6 ივნისს.

უკრაინის ჰიდროელექტროკომპანია Ukrhydroenerho 6 ივნისს აცხადებს, რომ დაიწყო საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა, რათა რუსეთმა აანაზღაუროს 2023 წლის ივნისში ნოვა-კახოვკის კაშხლის და ჰესის განადგურება.

სახელმწიფო კომპანია არ აკონკრეტებს, სად დაიწყო საარბიტრაჟო პროცესი, თუმცა ამბობს, რომ ზარალი შეადგენს 2.5 მილიარდ ევროს.

ნოვა-კახოვკის ჰესი მოსკოვის ძალებმა დაიკავეს მალევე მას მერე, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი სრული მასშტაბით შეიჭრა უკრაინაში. კიევი რუსეთის ძალებს ადანაშაულებს მის აფეთქებაში 2023 წლის 6 ივნისის ღამეს. კაშხლის განადგურებას მოჰყვა დიდი არეალის და ასობით სახლის დატბორვა, ასობით ოჯახი დარჩა სასმელი წყლის გარეშე, ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურს არ მიეწოდებოდა წყალი, რომელიც მას რეაქტორების გასაგრილებლად ესაჭიროება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG