Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არმიამ ვერ შეძლო "ხარკოვის ოპერაციის" განხორციელება - ზელენსკი


დრონით გადაღებულ ფოტოზე ჩანს ხარკოვის ოლქის ქალაქი ვოვჩანსკი, რომელსაც რუსეთის ჯარები 2 ივნისიდან ინტენსიურად უტევს
დრონით გადაღებულ ფოტოზე ჩანს ხარკოვის ოლქის ქალაქი ვოვჩანსკი, რომელსაც რუსეთის ჯარები 2 ივნისიდან ინტენსიურად უტევს

რუსეთის არმიამ ვერ განახორციელა "ხარკოვის ოპერაცია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ.

"მთავარსარდალს დღეს ვესაუბრე ზოგადად შექმნილ ვითარებაზე. მნიშვნელოვანი შედეგია ის, რომ რუსეთის არმიამ ვერ შეძლო ხარკოვის ოპერაციის განხორციელება. ჩვენ მაქსიმალურად ვაკავებთ და ვანადგურებთ რუსულ შენაერთებს, რომლებიც ჩვენს მიწაზე შემოდიან და ხარკოვის რეგიონს ატერორებენ", - განაცხადა ზელენსკიმ

უკრაინის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ხარკოვის მიმართულება გაძლიერდა და მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მუშაობს უკრაინის არმიისთვის მეტი რეზერვის უზრუნველსაყოფად.

გამოცემა Bloomberg-მა 8 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ რუსეთის მცდელობა ხარკოვის რეგიონში ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში ახალი ფრონტის გახსნისა უკვე წარუმატებელი ჩანს პუტინის მიზნის მიღწევის გარეშე, რომელიც საზღვრის გასწვრივ ბუფერული ზონის შექმნის ითვალისწინებს.

10 მაისის დილით რუსეთის ძალებმა დაიწყეს შეტევითი ოპერაციები ხარკოვის რეგიონში უკრაინა-რუსეთის საზღვრის გასწვრივ. მათ მოახერხეს რამდენიმე სოფლის ხელში ჩაგდება, ახლა კი ბრძოლები ქალაქ ვოვჩანსკის გარშემო გრძელდება. უკრაინელი სამხედროები იუწყებიან, რომ 8 ივნისის მონაცემებით, ვოვჩანსკის "უმეტესობას" კვლავ უკრაინის თავდაცვის ძალების აკონტროლებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG