F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები და სამხედრო აეროდრომები უკრაინის გარეთ მოსკოვის სამართლიანი სამიზნე გახდება, თუ ისინი რუსეთის არმიის წინააღმდეგ საბრძოლო დავალებების შესრულებაში მიიღებენ მონაწილეობას - განაცხადა რუსეთის დუმის მაღალი რანგის წევრმა. ცნობას ავრცელებს Reuters-ი, რომელიც აეყრდნობა, საინფორმაციო სააგენტო РИА-ს ცნობას.
РИА იმოწმებს რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს, დუმის, მაღალი რანგის დეპუტატს - თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ანდრეი კარტაპოლოვს.
უკრაინას დასავლეთი მოკავშირეები წლის ბოლომდე ჰპირდებიან F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდებას.
ფორუმი