Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა იარაღის აკრძალვა მოუხსნა სადავო წარსულის მქონე უკრაინულ სამხედრო შენაერთს - აზოვს


აზოვის შენაერთის მემომრის ავტომატი კიევში სამხედრო ფიცის დადების ცერემონიაზე. 16 ივლისი, 2014 წელი. აშშ-მა აზოვს გაუუქმა ამერიკული იარაღის მიწოდებასა და წვრთნაზე შეზღუდვები
აზოვის შენაერთის მემომრის ავტომატი კიევში სამხედრო ფიცის დადების ცერემონიაზე. 16 ივლისი, 2014 წელი. აშშ-მა აზოვს გაუუქმა ამერიკული იარაღის მიწოდებასა და წვრთნაზე შეზღუდვები

აშშ-მა გაუუქმა ამერიკული იარაღის მიწოდებასა და წვრთნაზე შეზღუდვები სადავო უკრაინულ სამხედრო შენაერთს - აზოვს, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.

ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას კიევში საელჩომაც დაუდასტურა.

ეს ნაბიჯი დაეხმარება დანაყოფს, უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და პოპულარულ საბრძოლო ჯგუფს, მოიშოროს ულტრამემარჯვენე მოძრაობის რეპუტაცია, რაც რუსული პროპაგანდის მუდმივი სამიზნე იყო.

სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აზოვის მიმართ ჩატარდა აშშ-ის “ლიჰის კანონთან” შესაბამისობის შემოწმების პროცესი. უცხოეთის დახმარების აქტის სამართლებრივი გაგრძელება, “ლიჰის კანონი” კრძალავს იარაღის მიწოდებას უცხო სახელმწიფოს უშიშროების ძალებისთვის, თუ “სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ შენაერთმა ადამიანის უფლებები ფართოდ დაარღვია”.

ბრიგადამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ „დასავლური იარაღის შეძენა აზოვის საბრძოლო შესაძლებლობებს გაზრდის.“

ფორუმი

XS
SM
MD
LG