Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი უარყოფს ნახიჩევანში აზერბაიჯანის ჯარებზე თავდასხმას 

სომეხი მესაზღვრე სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ნახიჩევანის მონაკვეთზე. 14 მაისი 2016 წელი. სომხეთის არმიამ 14 ივნისს უარყო აზერბაიჯანის მტკიცება, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის ჯარს ნახიჩევანში.

სომხეთის არმიამ 14 ივნისს უარყო აზერბაიჯანის მტკიცება, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის ჯარს ნახიჩევანში, ბაქოს ექსკლავში, რომელიც სომხეთსა და თურქეთს შორის მდებარეობს.

ერთი დღით ადრე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ბრალი დასდო სომხეთის არმიას, რომ შარურის რაიონში ცეცხლი დაუშინა სოფელ ჩავუშს, ორდუბადის რაიონში - ნურგუთს და შაჰბუზის რეგიონში - გიუნი ქიშლაღს.

ბაქოს თანახმად, მან საპასუხო ცეცხლი გახსნა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო წლების საომარი დაპირისპირებების შემდეგ, დადებულია სასაზღვრო არეალებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ამჟამად მუშაობენ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG