Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში მოლდოვისა და უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკება 25 ივნისს დაიწყება


2023 წლის 22 აგვისტო, მოლდოვის და უკრაინის პრეზიდენტების, მაია სანდუსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ათენში. მათი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკება 25 ივნისს უნდა დაიწყოს
2023 წლის 22 აგვისტო, მოლდოვის და უკრაინის პრეზიდენტების, მაია სანდუსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ათენში. მათი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკება 25 ივნისს უნდა დაიწყოს

ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა 14 ივნისის საღამოს პრინციპულად დაამტკიცეს ევროკავშირში უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების ჩარჩოები.

ამის თაობაზე წყაროებმა აცნობეს რადიო თავისუფლებას და უკრაინის მედიას ევროპულ საბჭოში მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა - ბელგიაზე დაყრდნობით.

ელჩების გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ 25 ივნისს, როგორც იგეგმებოდა, ჩატარდება სამთავრობათაშორისო კონფერენცია, რითაც ოფიციალურად იუწყება უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკება, იტყობინება „უკრაინსკაია პრავდა“.

ივნისის ბოლოს ევროპულ საბჭოში მორიგე თავმჯდომარეობის ვადა უმთავრდება ბელგიას. ბრიუსელში მუდმივი წარმომადგენლობის დონეზე უნგრეთმა მიღებული გადაწყვეტილება დაბლოკა. თუ ბუდაპეშტმა პოზიცია არ შეიცვალა, მოლაპარაკების დაწყება გადაიდება 2024 წლის მეორე ნახევრამდე, როცა უნგრეთი იქნება მორიგე თავმჯდომარე.

ევროპის კომისიამ 7 ივნისს დაადასტურა, რომ ევროინტეგრაციისთვის რეფორმების გატარების მხრივ სიტყვიერი დადებითი შეფასება მისცა ორივე ქვეყანას.

მოლაპარაკების დაწყება ევროკავშირში მალე გაწევრიანებას არ ნიშნავს. ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, შარლ მიშელმა დაუშვა, რომ უკრაინა ბლოკის წევრი შეიძლება გახდეს 2030 წლისთვის, „თუ ორივე მხარე შეასრულებს საშინაო დავალებებს“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG