Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეხბურთის სერბი გულშემატკივრები დააპატიმრეს გელზენკირხენში სერბეთის და ინგლისის ნაკრებების შეხვედრის წინ  


სერბეთის ფეხბურთის ნაკრების ქომაგები გელზენკირხენის ქუჩებში. 16 ივნისი, 2024 წელი
სერბეთის ფეხბურთის ნაკრების ქომაგები გელზენკირხენის ქუჩებში. 16 ივნისი, 2024 წელი

სერბეთის ფეხბურთის ნაკრების შვიდი გულშემატკივარი დააკავეს 16 ივნისს გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში, სადაც ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის და სერბეთის ნაკრებების შეხვედრის წინ ჩხუბი მოხდა, განაცხადა გერმანიის პოლიციამ.

პოლიციის წარმომადგენელმა AFP-ს აცნობა, რომ ერთ-ერთ გულშემატკივარს სხეულის სახიფათო დაზიანება ბრალდება. ჯერჯერობით გაურკვეველია დაზიანებების დეტალები და რა მოხდა ჩხუბის დროს.

პოლიციამ ადრე განაცხადა, რომ მოუწია ინგლისისა და სერბეთის გულშემატკივრების დაშორება, მხარდამჭერთა ორ ჯგუფს შორის შეტაკების შემდეგ.

არსებული ცნობით, არცერთი ინგლისელი გულშემატკივარი არ დაუკავებიათ.

ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში ინგლისის და სერბეთის ნაკრებებს შორის მატჩი ინგლისის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 1:0. ამავე ჯგუფში სლოვენიამ და დანიამ ფრედ, 1:1 ითამაშეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG