Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ჯარების მთავარსარდალი ამბობს, რომ რუსეთმა გააქტიურა იერიში უკრაინისთვის დასავლური სამხედრო დახმარების გაზრდის მოლოდინში

უკრაინის ჯარების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ თქვა, რომ რუსეთი იერიშს აძლიერებს უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების ზრდის მოლოდინში. ფოტო გადაღებულია 2024 წლის 12 იანვარს, მაშინ ოლექსანდრ სირსკი უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდალი იყო.

რუსეთის არმია უკრაინაში აძლიერებს შეტევას, რათა დაიკავოს მეტი ტერიტორია მანამ, სანამ უკრაინის სამხედროები მეტ დაპირებულ დახმარებას მიიღებენ დასავლეთიდან, F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების ჩათვლით, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

გენერალ-პოლკოვნიკმა სირსკიმ Telegram-ით გაავრცელა ცნობა, რომ “მტერს შესანიშნავად ესმის, რომ ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის და სამხედრო ტექნიკის მიღება და ასევე პირველი F-16-ის ჩამოსვლა, მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს ანტისაჰაერო თავდაცვას, დრო ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს და მათი წარმატების შანსი შემცირდება“.

სირსკის ეს შეფასება გავრცელდა მას მერე, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "დასავლეთის სამხედრო დახმარების დღევანდელი დონე არაა საკმარისი იმისთვის, რომ გვქონდეს შემოჭრილ რუსულ ჯარებზე უკრაინის გამარჯვების გარანტია“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG