Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ ნებაყოფლობით ემიგრაციაში მყოფი ორი ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა


რომან ანინი. 3 მაისი, 2021 წელი
რომან ანინი. 3 მაისი, 2021 წელი

მოსკოვის სასამართლომ 17 ივნისს გასცა დამოუკიდებელი საგამოძიებო ვებგვერდის, iStories-ის ორი ჟურნალისტის: ეკატერინა ფომინასა და რომან ანინის დაკავების ორდერი, "რუსი სამხედროების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების" ბრალდებით. ფომინა ტელეარხ "დოჟდის" ჟურნალისტია, ხოლო ანინი "ვაჟნიე ისტორიის" მთავარი რედაქტორი.

სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ორი ჟურნალისტი თავის ძებნილთა სიაში შეიყვანა.

2022 წლის გაზაფხულზე, ფომინამ გამოაქვეყნა საგამოძიებო დასკვნა, რომელშიც გამოვლინდა ფაქტები, რომლებიც ადასტურებენ რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ბრალდებებს.

iStories-ი "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადეს და აკრძალეს რუსეთში. ფომინა და ანინი ამჟამად რუსეთის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG