Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალიმში ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე ნეთანიაჰუს გადადგომა მოითხოვეს


ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს (ფოტო: 5 ივნისი, 2024 წელი) გადადგომის მოთხოვნით იერუსალიმში დემონსტრაცია გაიმართა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს (ფოტო: 5 ივნისი, 2024 წელი) გადადგომის მოთხოვნით იერუსალიმში დემონსტრაცია გაიმართა.

17 ივნისს იერუსალიმში გაიმართა ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით.

ისრაელის პოლიტიკური ოპოზიცია პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაყენებას ითხოვს.

მრავალი ათასი ადამიანი მივიდა ისრაელის პარლამენტის შენობასთან. ისინი ნეთანიაჰუს სახლის მიმართულებით აპირებდნენ მსვლელობის მოწყობას.

საგანგებო ომის - ერთობის - მთავრობა გასულ კვირაში დაიშალა მას მერე, რაც ის დატოვეს ცენტრისტმა პოლიტიკოსებმა, ოპოზიციის ლიდერმა, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა და გადამდგარმა გენერალმა გადი აიზენკოტმა.

ახლა ნეთანიაჰუ დამოკიდებულია ულტრაორთოდოქს და ულტრამემარჯვენე პარტნიორებზე, რომელთა მკაცრმა პროგრამამ სერიოზული განხეთქილება გამოიწვია ჯერ კიდევ ღაზის სექტორის ომის დაწყებამდე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG