Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე, რამდენიმე ადგილზე, მეწყერი ჩამოწვა


ადგილი, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა
ადგილი, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა

ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე მოსული წვიმისა და სეტყვის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა. ამ მიზეზით ლენტეხი-ცაგერი-ქუთაისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე შეუძლებელი იყო ავტომობილების გადაადგილება. ინფორმაციას ავრცელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია.

ადგილი, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა
ადგილი, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა

მეწყრული პროცესები განვითარდა ხუთ ადგილზე. მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელსა და დაბას არ მიეწოდება ელექტროენერგია - ცენტრალურ გზაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები და ბოძებია დაზიანებული.

ადგილი, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა
ადგილი, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა

როგორც მერიის პრესსამსახურში აღნიშნავენ, გაწმენდილია სტიქიის ზონის ხუთივე წერტილი და აღდგენილია მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG