Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დორტმუნდში მოსალოდნელი ქარიშხლის გამო საქართველოს მატჩის წინ საქომაგო ზონები დაიხურა


დორტმუნდში დახურული ფანზონა
დორტმუნდში დახურული ფანზონა

დორტმუნდის ცენტრსა და ქალაქის პარკში საჯარო ფანზონები დაიხურა ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-თურქეთის საფეხბურთო მატჩის წინ. მიზეზია მოსალოდნელი უამინდობა, კერძოდ, ძლიერი ქარი. ინფორმაციას ამის შესახებ დორტმუნდის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მოსალოდნელი ქარიშხლის შესახებ გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ გავრცელებული ცნობის გამო, საჯარო საგულშემატკივრო ზონების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს ასევე ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი კიდევ სამი ქალაქის: კიოლნის, დიუსელდორფისა და გელზენკირხენის მუნიციპალიტეტებმა.

დორტმუნდის მუნიციპალიტეტი შინ დარჩენისკენ მოუწოდებს მატჩზე დასასწრები ბილეთების არმქონე ქომაგებს.

თურქეთსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის საფეხბურთო მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე უნდა დაიწყოს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG