Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოზარდს, რომელიც ცხინვალში მდინარემ გაიტაცა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ეძებენ


ცხინვალი, ლიახვის სანაპირო. 2023 წლის 21 აგვისტო
ცხინვალი, ლიახვის სანაპირო. 2023 წლის 21 აგვისტო

საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მოზარდს, რომელიც ცხინვალში მდინარე ლიახვმა გაიტაცა, ეძებენ ნიქოზის კაშხლის სიახლოვეს.

"სამძებრო სამუშაოებში ჩართულია მაშველები, მყვინთავები, ასევე ვიყენებთ დრონებს", - განაცხადეს სამაშველო სამსახურში.

ცხინვალში 14 წლის მოზარდი დღეს, შუადღეს, მდინარის დინებამ გაიტაცა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა, ცხელი ხაზის გამოყენებით, დახმარებისთვის ქართულ მხარეს მიმართა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG