Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულმა მხარემ ლიახვში დამხრჩვალი მოზარდის ცხედარი ცხინვალს გადასცა


ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს პროზექტურაში მივიდა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც.
ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს პროზექტურაში მივიდა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც.

ცხინვალში გადაასვენეს 14 წლის მოზარდის ცხედარი. მოზარდი 19 ივნისს ლიახვში დაიხრჩო და მისი ცხედარი დინებამ ქართული სოფლების მიმართულებით წამოიღო.

საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ცნობით, მიხეილ გაბარაევის ცხედარი ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს პროზექტურაშია გადასვენებული და იქიდან მშობლებს გადასცემენ. პროზექტურაში მივიდა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც და იქ შეკრებილებს სამძიმარი გამოუცხადა.

19 ივნისს მდინარე ლიახვში ბანაობისას, ძლიერმა დინებამ მოზარდი ქართული სოფლების მიმართულებით წაიღო. მაშინვე ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და დე ფაქტო ხელისუფლებამ დახმარება საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა.

რამდენიმესაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ქართველმა მაშველებმა ცხინვალში, მდინარე ლიახვში, დამხრჩვალი 14 წლის მოზარდის ცხედარი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში იპოვეს. ფხვენისი ქვემო ნიქოზს ესაზღვრება და ცხინვალიდან დაახლოებით ექვსი კილომეტრით არის დაშორებული.

მდინარე ლიახვში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამძებრო ოპერაცია, დათვალიერდა მდინარის სანაპიროები ზემო და ქვემო ნიქოზსა და ასევე ფხვენისში. წყლის დონის შესამცირებლად, ქართველმა სპეციალისტებმა წყალი სარწყავ სისტემაშიც გაუშვეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG