Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა არასასურველად ცნო სამი ქრისტიანული არასამთავრობო ორგანიზაცია


ე.წ. არასასურველი ორგანიზაციების სია რუსეთში 2015 წლიდან არსებობს.
ე.წ. არასასურველი ორგანიზაციების სია რუსეთში 2015 წლიდან არსებობს.

პარასკევს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არასასურველად გამოაცხადა სამი უცხოური - ამერიკული, კანადური და ფინური არასამთავრობო ორგანიზაცია. ყველა მათგანი ქრისტიანული მედიაა, რომელიც მათ შორის რუსულ ენაზეც მაუწყებლობს.

ფინური პანქრისტიანული სამაუწყებლო ტელე-რადიოკომპანია IRR-TV 1986 წელს დაარსდა. რუსეთი მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი აქცენტია, თუმცა ტელევიზია ასევე მაუწყებლობს ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. კომპანია ატარებს ევანგელისტურ საქმიანობას, ბეჭდავს და ავრცელებს ქრისტიანულ ლიტერატურას. IRR-TV ასევე აშუქებს უკრაინაში მიმდინარე ომს ახალი ამბებითა და სარედაქციო მასალებით. ორგანიზაცია აგროვებს დახმარებას უკრაინელი ჯარებისა და სამოქალაქო პირებისთვის.

იუსტიციის სამინისტროს აკრძალვის ქვეშ მოექცა ასევე რელიგიური ორგანიზაცია Great Commission Media Ministries-ის ორი, ამერიკული და კანადური ფილიალი. ესეც წარმოადგენს მედიას, რომელიც 40 წელზე მეტია ატარებს სახარების სიტყვას ჯერ სსრკ-ში და შემდეგ რუსეთში, ასევე აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. GCM-ს აქვს სატელევიზიო და რადიომაუწყებლობა, ასევე გამოსცემს რელიგიურ ლიტერატურას მრავალ ენაზე. ის მჭიდროდ პარტნიორობს ფინურ IRR-TV-სთან. ასევე აშუქებს ომს უკრაინაში და აგროვებს დახმარებას ქველმოქმედების მიზნით.

  • ე.წ. არასასურველი ორგანიზაციების სია რუსეთში 2015 წლიდან არსებობს. რუსეთის ხელისუფლებამ ამ სიაში შეიტანა 160-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, ასოციაცია და მედია, მათ შორის რადიო თავისუფლების რუსული რედაქცია. რუსეთში არასასურველი ორგანიზაციების საქმიანობაში მონაწილეობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG