Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1:0 - მიქაუტაძის გოლით პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩეხეთს უგებს


გიორგი მიქაუტაძე პენალტს ურტყამს ჩეხეთის ნაკრების კარში.
გიორგი მიქაუტაძე პენალტს ურტყამს ჩეხეთის ნაკრების კარში.

საქართველოსა და ჩეხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩის პირველი ტაიმი ევრო 2024-ზე საქართველოს დაწინაურებით დასრულდა.

პირველი ტაიმის კომპენსირებულ მესამე წუთზე ჟორჟ მიქაუტაძემ თერთმეტმეტრიანით საქართველოს ნაკრები 1:0 დააწინაურა.

მატჩი ჩეხეთის დიდი უპირატესობით დაიწყო და გიორგი მამარდაშვილის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა.

საფეხბურთო მატჩი ჰამბურგში, „ფოლკსპარკშტადიონზე“ იმართება.

საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებები ისტორიაში პირველად შეხვდებიან ერთმანეთს.

რადგან პირველ ტურში ორივე ნაკრები დამარცხდა (საქართველო თურქეთთან 1:3, ჩეხეთი პორტუგალიასთან 1:2), ამ მატჩს გუნდებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გამართავს, გელზენკირხენში, სადაც ის პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG