Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენიის პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს გადასახადების ზრდის სადაო კანონს

გადასახადების ზრდის კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე. ნაირობი. 15 ივნისი 2024 წელი
გადასახადების ზრდის კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე. ნაირობი. 15 ივნისი 2024 წელი

მასშტაბური სამოქალაქო პროტესტის ფონზე, კენიის პრეზიდენტმა გაიწვია კანონპროექტი გადასახადების ზრდისა და ახალი გადასახადების შემოღების შესახებ. პროტესტს ნაირობიში 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით ადამიანი დაშავდა.

კენიის პრეზიდენტმა იულიამ რუტომ საზოგადოებრივი დიალოგის დაწყების პირობაც დადო.

საზოგადოებისადმი მიმართვაში რუტომ თქვა, რომ ის ითვალისწინებს ხალხის აზრს და მიდის დათმობაზე.

სადაო კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები კენიაში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დემონსტრანტები პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ.

რუტიმ დაღუპული დემონსტრანტების ოჯახებს მიუსამძიმრა.

საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელსაც 25 ივნისს კენიის პარლამენტმა დაუჭირა მხარი, ქვეყნის მთავრობა საბიუჯეტოს დეფიციტისა და საგარეო ვალის შემცირებას გეგმავდა.

კანონპროექტის კენჭისყრის დღეს, პოლიციასთან დაპირისპირებისას დემონსტრანტები დახოცეს. პოლიციამ საბრძოლო ტყვიები მას შემდეგ გამოიყენა, რაც ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით ვერ დაშალა აქციის ათასობით მონაწილე.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG