ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შესაძლოა, კვლავ სერგეი შამბა გახდეს. ამის შესახებ ტელეგრამის არხი RESPUBLICA-ს წერს.
შამბა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 1997 წლის მაისიდან და 2004 წლის ივნისამდე. 2004 წლის 15 დეკემბერს კვლავ ჩაუდგა დე ფაქტო უწყებას სათავეში. ის 2010-2011 წლებში იყო ე.წ. პრემიერ-მინისტრი, 2020 წლის ივლისიდან კი „უშიშროების საბჭოს მდივანია“
RESPUBLICA-ს ცნობით, „უშიშროების საბჭოს მდივნად“ რაულ ლოლუას ნიშნავენ, რომელიც მანამდე გუდაუთის რაიონული ადმინისტრაციის უფროსად არ დაამტკიცეს,
RESPUBLICA იმასაც წერდა, რომ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე „უშიშროების საბჭოს მდივნის “ მოადგილის ზაალ ხვარცკიას კანდიდატურა განიხილებოდა.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი 7 მაისიდან ვაკანტურია, დე ფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას მიერ ინარ არძინბას დათხოვნის შემდეგ. არძინბას ვერსიით, თანამდებობა მან თავად დატოვა „ახალ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით“.
ფორუმი