Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში კონსტიტუციის დღე აღნიშნეს რუსეთის არმიის იერიშების ფონზე


რუსეთმა 28 ივნისს, ზედიზედ მეორე დღეს, განახორციელა იერიშები დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლზე.
რუსეთმა 28 ივნისს, ზედიზედ მეორე დღეს, განახორციელა იერიშები დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ნიკოპოლზე.

28 ივნისს უკრაინაში კონსტიტუციის დღე აღნიშნეს. ამასობაში მოსკოვი ზედიზედ მეორე დღეა დრონებითა და არტილერიით იერიშებს ახორციელებს უკრაინის სამხრეთის რაიონებში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამემამულეებს მიულოცა კონსტიტუციის დღე და აღნიშნა ომის დროს ეროვნული სოლიდარობის მნიშვნელობა.

„კონსტიტუციის მე-17 მუხლი: უკრაინის დაცვა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია და უკრაინელი ხალხის უმნიშვნელოვანესი საქმეა. მილიონობით უკრაინელი ყოველდღე ამტკიცებს ამის ერთგულებას,“ განაცხადა ზელენსკიმ.

მისი მიმართვა გაისმა მაშინ, როცა რუსეთმა 28 ივნისს, ზედიზედ მეორე დღეს, განახორციელა იერიშები ქალაქ ნიკოპოლზე, ქალაქზე, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს.

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, იტყობინება დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი სერჰი ლისაკი. მისი თქმით, ქალაქში რამდენიმე სახლი და სამრეწველო ობიექტი დაზიანდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG