Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ხარკოვს მართვადი საავიაციო ბომბები დაუშინა. არის მსხვერპლი და ნგრევა


საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის ერთ-ერთი ბოლო საავიაციო დაბომბვის შედეგი ხარკოვში. 22 ივნისი, 2024 წელი
საილუსტრაციო ფოტო. რუსეთის ერთ-ერთი ბოლო საავიაციო დაბომბვის შედეგი ხარკოვში. 22 ივნისი, 2024 წელი

ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა რუსეთის არმიის მიერ 30 ივნისს ხარკოვის დაბომბვის შედეგად

"სამწუხაროდ, უკვე გვაქვს ინფორმაცია ერთ დაღუპულზე. გრძელდება დაბომბვის ადგილის შემოწმება“, - განაცხადა ქალაქის მერმა იგორ ტერეხოვმა.
ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა დააზუსტა, რომ მოწინააღმდეგემ ქალაქ ხარკოვს დაუშინა მართვადი საავიაციო ბომბები, რომლებმაც თითქმის ქალაქის ცენტრამდე მიაღწია. დაბომბვის შედეგად ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელ სამოქალაქო შენობაში.

წინა დღით, რუსეთის ჯარებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ქალაქ ზაპოროჟიეს მახლობლად მდებარე ქალაქ ვოლნიანსკზე, სადაც თავდასხმის შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი და დაიჭრა ათი.

  • რუსი სამხედროები რეგულარულად ესხმიან თავს უკრაინის რეგიონებს სხვადასხვა სახის იარაღის - უპილოტო საფრენი აპარატების, ზალპური ცეცხლის რეაქტიული რაკეტებისა და საავიაციო ბომბების გამოყენებით. მიუხედავად მტკიცებულებებისა და ფაქტებისა, მოსკოვი უარყოფს სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართულ შეტევებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG