Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე სამი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის თავდასხმას დნეპროპეტროვსკზე


მაშველები რუსეთის თავდასხმის ადგილას, დნეპროპეტროვსკი. 2024 წლის 3 ივლისი
მაშველები რუსეთის თავდასხმის ადგილას, დნეპროპეტროვსკი. 2024 წლის 3 ივლისი

სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკზე რუსეთის მხრიდან დრონებითა და რაკეტებით მიტანილი იერიშის შედეგად - იუწყება რეგიონის გუბერნატორი სერჰი ლისაკი 3 ივლისს.

ლისაკი ტელეგრამით წერს, რომ თავდასხმამ ქალაქში რამდენიმე ხანძარი გამოიწვია.

პარალელურად, უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ჩამოაგდეს ხუთი რაკეტა, მათ შორის Iskander-K-ის ტიპის საკრუიზო რაკეტა და ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან ხუთი იყო "შაჰედის" ტიპის ე.წ. კამიკაძე დრონი. უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, შეტევის მთავარი სამიზნე დნეპროპეტროვსკი იყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG