Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალაქ დნეპრში 4 ივლისი გლოვის დღე გამოცხადდა დაბომბვის შედეგად ხალხის დაღუპვის გამო


დაბომბვის შედეგი დნეპრში. 3 ივლისი, 2024 წელი
დაბომბვის შედეგი დნეპრში. 3 ივლისი, 2024 წელი

3 ივლისს უკრაინის ქალაქ დნეპრზე რუსეთის საავიაციო და სარაკეტო თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა - 53, მათგან ოთხი მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელში განათავსეს თავდასხმის შედეგის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, რომელზეც ჩანს იერიშის შედეგად გაჩენილი რამდენიმე ხანძარი, დამწვარი მანქანები, დანგრეული შენობები და ბენზინგასამართი სადგური.

4 ივლისი ქალაქ დნეპრში დაღუპულთა გლოვის დღედ გამოცხადდა.

რუსეთის ხელისუფლებას, წინა შემთხვევების მსგავსად, ქალაქ დნეპრის დაბომბვასთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG