Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექვსამდე გაიზარდა დნეპრზე რუსეთის სარაკეტო შეტევისას დაღუპულთა რიცხვი


რუსეთმა უკრაინის ქალაქ დნეპრზე მორიგი სარაკეტო იერიში 3 ივლისს მიიტანა.
რუსეთმა უკრაინის ქალაქ დნეპრზე მორიგი სარაკეტო იერიში 3 ივლისს მიიტანა.

გაიზარდა უკრაინის ქალაქ დნეპრზე რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ქალაქის საცხოვრებელ რაიონზე სარაკეტო დარტყმა 3 ივლისს განხორციელდა.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დღეს, 4 ივლისს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, საავადმყოფოში გარდაიცვალა დაჭრილი 60 წლის ქალი. მანამდე დადასტურებული იყო ხუთი ადამიანის სიკვდილი. სარაკეტო შეტევის შედეგად დაჭრილთა რიცხვი 50-ს აჭარბებს.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობითვე, მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს 28 ივნისს, დნეპრზე სარაკეტო დარტყმით განადგურებული სახლის ნანგრევებში. მანამდე ცნობილი იყო, რომ ამ შეტევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

4 ივლისი ქალაქ დნეპრში გლოვის დღედაა გამოცხადებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG